ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია.
„ევროპის საბჭო და მე ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში საკვანძო საკითხია“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი Twitter-ზე.
I @coe condemn the violence that preceded & prevented @TbilisiPride. Freedom of expression & assembly are key in a democratic society @CoESpokesperson
— Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) July 8, 2023
8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა.