გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის გადაწყვეტილება დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის და Puma-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა.

უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია, როგორც ბუნდესვერის, ასევე, უკრაინის საჭიროებისთვის.

„რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს ხდის დამატებით საბრძოლო მასალის შეძენას - როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.


მისივე თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე იყენებს Panzerhaubitz 2000 და Leopard 2 ტანკებს, ამიტომ მოთხოვნა ჰაუბიცების 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და საბრძოლო ტანკების 120 მმ-იან ჭურვებზე გერმანიის დახმარებით კმაყოფილდება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ომის დაწყებიდან უკრაინას ბუნდესვერის საწყობებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.