G7-ის მდგრადი ურბანული განვითარების მინისტრებმა, რომლებიც დასავლეთ იაპონიაში, ქალაქ ტაკამაცუში შეიკრიბნენ, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით თანამშრომლობა დაადასტურეს. ამის შესახებ NHK World-Japan წერს. G7-ის მინისტრებმა ორდღიანი შეხვედრის დასრულების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მხარეები სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და ცოდნა უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმების შედგენის ეტაპიდანვე გამოიყენონ.
ცნობისთვის, უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდის მიღებას ელოდება.
„ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი.