უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არასდროს დათანხმდება რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობას.
Washington Post-ის თანახმადა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, უილიამ ბერნსს კიევში ვიზიტისას განუცხადეს, რომ კონტრშეტევის მიზანი ოკუპირებული ყირიმის საზღვრებთან მიახლოება და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დაწყებაა. ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით ამერიკული მედიის შეკითხვას უპასუხა.
„აბსოლუტურად ნათელი, ლოგიკური რიტორიკაა, რომ იმ მომენტში, როდესაც უკრაინა დროებით ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულთან, ყირიმთან, ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევს, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული გახდება ცივილიზებულ სამყაროსთან დიალოგს ეცადოს, განსხვავებით სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რადგან ის დასუსტდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.