გასული კვირის განმავლობაში უკრაინამ სამხრეთით 10 კვადრატული კილომეტრი და აღმოსავლეთიდან 4 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 10 ივლისს.
ამავე პერიოდში უკრაინული ძალებ წინ მიიწევდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, ზაპოროჟიეს ოლქში, განაცხადა გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრი კოვალოვმა. შეტევის დაწყებიდან, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებით გათავისუფლებულია 169კმ² და იქ ტერიტორიის განაღმვა გრძელდება.
დილის განახლებაში გენერალური შტაბი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობდნენ კონტრშეტევის ოპერაციებს სამხრეთ ფრონტის ხაზზე და აღებული პოზიციების გამაგრებას.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ კვირაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან 4კმ² ტერიტორია გაათავისუფლეს აღმოსავლეთში, ბახმუტის მიმართულებით, სადაც, საერთო ჯამში, გათავისუფლებული ფართობი 24კმ²-ია.