ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში.
ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Libération დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახმად, პირველ ივლისს პრიგოჟინი კრემლში დაიბარეს „ვაგნერის“ მთავარ მეთაურებთან ერთად, სადაც ის პუტინის გარდა, როსგვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა.
შეხვედრების დეტალებზე გამოცემა არ წერს.
განახლება: „პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვის თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.
„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, - განაცხადა პესკოვმა.

პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ის რუსეთში დაბრუნდა.