აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მხარეებმა რომლის NATO-ს სამიტისა და უკრაინის არმიის კონტრიერიშის შესახებ იმსჯელეს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ამ კვირის NATO-ს სამიტის წინ“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე.
თავის მხრივ, დმიტრო კულებამ ამავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მიზანი სამიტის თაობაზე დეტალების განხილვა იყო. სამიტი ვილნიუსში 11 ივლისს იწყება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა უკრაინის არმიის პროგრესი კონტრშეტევაში და ასევე, მზადება ვილნიუსის სამიტისთვის.
მდივანმა ასევე გაიმეორა, რომ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და უსაფრთხოების მუდმივი დახმარება გრძელდება, რადგან უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის აგრესიისგან.