პოლონეთმა დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, განაცხადა ორშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პოლონეთი მოსკოვს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი სამხედრო ობიექტებსა და საზღვაო პორტებს აკონტროლებდა.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პოლონეთში 2019 წლიდან იმყოფებოდა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურორების თქმით, ის წინასწარ პატიმრობაში იქნება.
ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს.
პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში შემდგომი დაკავებები გამორიცხული არ არის.