უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს აკონტროლებენ - მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, ქალაქი ბახმუტი და ასევე ამ ქალაქში რუსი სამხედროების გადაადგილება ქვეყნის თავდაცვის ძალების კონტროლს ექვემდებარება.

მალიარი ხაზს უსვამს, რომ ეს შესაძლებელი გახდა ქალაქის გარშემო მთავარი სიმაღლეების დაკავების შედეგად.

„უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენი სამხედროები საცეცხლე მხარდაჭერით აკონტროლებენ ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს, ასევე ამ ქალაქში რუსი ჯარის გადაადგილებას. ეს შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ, რაც წინ წაწევის პროცესში ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ამ ქალაქის გარშემო არსებული სიმაღლეების დაკავება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.