უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ.
ზელენსკის შეფასებით, ვილნიუსის სამიტი შესაძლოა, გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანსს და გლობალურ უსაფრთხოებას.
მან ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას.
„უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება, გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. საგანგებოდ აქტიურად ვმუშაობთ - უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა საჯარო სამუშაოზე არანაკლები ნამდვილად არ არის. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს. სხვადასხვა პოზიცია ისმის, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა. ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.