უკრაინულმა ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში 29 თავდასხმის დრონი, ხუთი სადაზვერვო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საჰაერო ძალები იუწყება.
11 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 28 ირანული უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს.
უკრაინულმა ძალებმა 26 კამიკაძე-დრონი (UAV) და ერთი სადაზვერვო თვითმფრინავი (Zala) ჩამოაგდეს.
ამასთან, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.
10 ივლისის დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს სამი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, ოთხი სადაზვერვო თვითმფრინავი და მტრის ერთი ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ვერტმფრენი.