სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული პირველი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი FA-50 პოლონეთში ჩაფრინდა. ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სამხრეთ კორეის მიერ წაროებული თვითმფრინავების მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა. მთლიანობაში ვარშავა სეულიდან 48 FA-50-ის ტიპის თვითმფრინავის შეძენას აპირებს.
”პოლონეთის არმიისთვის განკუთვნილი პირველი ორი FA-50-ის ტიპის თვითმფრინავი უკვე პოლონეთშია! სამხრეთ კორეაში შეკვეთილი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ჩაანაცვლებს პოსტსაბჭოთა აღჭურვილობას, გააძლიერებს საჰაერო ძალების პოტენციალს“, - ამბობს მინისტრი.