საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს შორი რადიუსის რაკეტები, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება მაკრონმა ვილნიუსში გააკეთა, სადაც NATO-ს სამიტი იმართება.
მაკრონმა განმარტა, რომ პარიზი კიევს უგზავნის SCALP-ის ტიპის რაკეტას, რომელიც უკრაინას გაერთიანებულმა სამეფომ უკვე მიაწოდა და რომელიც Storm Shadow-ს სახელით არის ცნობილი.