უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის „ამბოხს“ რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა მხარი.
მისივე ინფორმაციით, უსეთის რეგულარულ არმიაში პრიგოჟინის მხარე ბევრმა ადამიანმა დაიკავა, რადგან ვლადიმერ პუტინის აღარ სჯერათ.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ბევრი ისეთი მეთაურია, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მიმართ კარგად არის განწყობილი. გარდა ამისა, მათ აღარ სურთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო პოლიტიკაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.