გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის ოდენობით ახალ მხარდაჭერის პაკეტს წარმოადგენენ.
პაკეტი მოიცავს ორ Patriot-ის გამშვებს, 24 leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანას და 20000 საარტილერიო ტყვიას.
დახმარება ასევე მოიცავს სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს.
NATO-ს მოკავშირეები ვილნიუსში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ, რათა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომი მხარადჭერა განიხილონ.