პოდოლიაკი: უკრაინა NATO-ში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე თუ არა, მომავალ წელს, ვაშინგტონში მიიღებს

„უკრაინა NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიწვევას ვილნიუსში მიმდინარე სამიტზე თუ არ მიიღებს, ის მას მომავალ წელს, ვაშინგტონის სამიტზე, მიიღებს“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა.

„ამის ალბათობა 100%-ით არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ დროისთვის რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს თავის სუბიექტურობას და შეწყვეტს არსებობას, როგორც ქვეყანა, რომელსაც ომების წარმოება შეუძლია", - განაცხადა პოდოლიაკმა და აღნიშნა, რომ უკრაინას ომი 2024 წლისთვის მოგებული უნდა ჰქონდეს.