უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უსაფრთხოების გარანტიებსა და NATO-სკენ უკრაინის მიმავალ გზაზე ისაუბრეს. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.
„გერმანიასთან არის შეთანხმება დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემებისა და რაკეტების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსული ტერორისგან სიცოცხლის დასაცავად! ჩვენ განვიხილეთ უკრაინასა და გერმანიას შორის შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, მათ შორის დასავლური აღჭურვილობის შეკეთების ჰაბების ფუნქციონირება. გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამები საუკეთესო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენი ევროპა დარჩება უსაფრთხოებისა და მშვიდობის სივრცედ,“ - წერს ზელენსკი.