NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სადაც ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. კოლეგებმა შეფასეს ვილნიუსის სამიტიც, სადაც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო
ილია დარჩიაშვილმა და ჯეიმს კლევერლიმ ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ კოლეგას ქვეყნის მხარდაჭერითვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნასაც შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ფინელ კოლეგასთან, ელინა ვალტონენსთან შეხვედრაზეასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე. აღინიშნა ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ისაუბრეს ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
NATO-ს გაწევრიანების კონტექსტში, დადებითი შეაფასება მიეცა ვილნიუსის სამიტს და საქართველოს მიმართ გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს. ფინელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა ვიზიტით საქართველოში ელინა ვალტონენიც მოიწვია.
ვილნიუსში სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა.
საგარეო უწყება აცხადებდს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორის, როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს, ვინაიდან აღნიშნულ სამიტზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რთულ გარემოში.
ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა ასევე მოიწვია საქართველოში ვიზიტით.
ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს სრულდება.