ვილნიუსში ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს ვილნიუსში ხვდება.

როგორც ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების საკითხებზე და იმ ყველაფერზე, რაც ამ უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ შეხვედრა შინაარსიანი და მნიშვნელოვანი იქნება.