„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში - პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ Twitter-ზე წერს.
მორავეცკის თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილს ყოვლისმომცველ სამედიცინო კვლევას უტარებენ.
„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში,“ - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად პირველად გუშინ შევიდა.