უკრაინამ 19 ადამიანის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 19 ადამიანის ცხედარი დაიბრუნა. კიდევ 4 უკრაინელის ცხედარს უახლოეს მომავალში დაიბრუნებენ. ამის შესახებ კომისარმა ოლეგ კოტენკომ განაცხადა.

ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა. ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს ცხედრები დაგვიბრუნეს. მაგრამ არის ისეთი რამეც, რომ ცხედრები შეიძლება, არ დაგვიბრუნონ“, - განაცხადა კოტენკომ.

უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიანი რეესტრი ფუნქციონირებს.

ის უკვე 24 000 ადამიანის მონაცემებს შეიცავს.