ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი და მათგან 27, ევროკავშირის წევრია. ამდენად, ეს არ არის გავრცელებული პრაქტიკა.
ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყოველწლიურად ათასობით ქართველი სტუმრობს ამერიკას, რაც სასიხარულოა.
„რა თქმა უნდა, ვიზისთვის არსებობს სპეციალური პროცესი, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევებში ხდება და ეს არის სააგულდაგულო პროცესი, რადგან ინფორმაცია უნდა არსებობდეს, ვინ შემოდის და ასევე, გადის ქვეყნიდან,“ - განაცხადა ელჩმა, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.
კელი დეგნანის განმარტებით, გაცვლითი ვიზიტები ხშირია, რასაც შეერთებული შტატები მიესალმება.
ასევე წაიკითხეთ: