მარკ მილი: რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება.

მილის თქმით, ჯერჯერობით გაუგებარია, რა ზეგავლენას იქონიებს ეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და რით დამთავრდება ეს ყველაფერი, თუმცა სტრატეგიულ დონეზე ნათელია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვან უთანხმოებას და დაბნეულობას.

„ახლა ოკუპანტი ადგილებზე შექმნილ ვითარებასა და საკუთარ გადარჩენაზეა კონცენტრირებული“, - განაცხადა მილიმ.