უკრაინელი გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კასეტური საბრძოლო მასალები აშშ-დან უკვე მიიღო. მის განცხადებას CNN-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია ციტირებს.
„მათ შეუძლიათ, ფუნდამენტურად შეცვალონ სიტუაცია ფრონტზე, მაგრამ ჩვენ ისინი ჯერ არ გამოგვიყენებია”, - განაცხადა უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიას" მეთაურმა.