გენერალი სუროვიკინი „პრიგოჟინის აჯანყებასთან“ დაკავშირებით დააკავეს - WSJ

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩვენების მისაცემად, გენერალ სერგეი სუროვკინთან ერთად კიდევ 13 უფროსი ოფიცერი იყო დაკავებული. უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი პატიმრობაში იმყოფება და მას მოსკოვში ჰკითხავენ.

Wall Street Journal-ის თანახმად, გენერალს დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდება არ აქვს წარდგენილი.

ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა, მაგრამ აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულ ოფიცერი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ზოგს უფლებამოსილება შეუჩერეს ან გაათავისუფლეს.

WSJ-ს გარდა, CNN-ს მოჰყავს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კარტაპოლოვის ციტატა, რომლის თანახმად, „სუროვიკინი ამჟამად ისვენებს და მიუწვდომელია“. სუროვიკინი 23 ივნისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც გამოიწვია ხმების გავრცელება, რომ ის დაპატიმრებულია.

აქამდე არაერთი გამოცემა წერდა, რომ სუროვიკინი დაკავებულია.