ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 ივლისს გაშვებული რაკეტა, ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ხალედ ჰიარიმ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
ჰიარის თქმით, კორეულმა რაკეტამ ათას კილომეტრზე მეტი იფრინა და 6648 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ფრენა დაახლოებით 74 წუთს გაგრძელდა.
რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი რუსეთის სანაპიროდან 380 კილომეტრზე ნაკლებია.
ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ამ ინფორმაციას კომენტარს არ აკეთებენ.
ჩრდილოეთ კორეის სპიკერმა აღნიშნა, რომ Hwaseong-18 რაკეტა გაშვებული იყო „როგორც თავდაცვის უფლების ნაწილი მტრული ძალების საშიში სამხედრო მოქმედებების შეკავების მიზნით“.
ჰიარი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა „შეიძლება, დედამიწის ბევრ წერტილს მიაღწიოს“.
2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანამ უკვე განახორციელა 90-ზე მეტი გაშვება, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვას არღვევს.