გაეროს მაღალჩინოსანი უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ ფხენიანის სარაკეტო სისტემას შეუძლია, დედამიწის ბევრ წერტილამდე მიაღწიოს

გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და წყნარ ოკეანეში გაეროს პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტებში, განაცხადა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 12 ივლისს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა -  Hwasong-18 გაუშვა.

„გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ 1001,2 კილომეტრის მანძილზე იფრინა 6648,4 კილომეტრის სიმაღლეზე, ვიდრე ზღვაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში.


გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა დაახლოებით 74 წუთი გაგრძელდა, რაც პოტენციურად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტის ყველაზე ხანგრძლივ ფრენაზე მიუთითებს“, - ამბობს გენერალური მდივნის თანაშემწე.


კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის მოტივით, უწყების მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭო გააფრთხილა, რომ ფხენიანის სარაკეტო სისტემას შეუძლია, დედამიწის დიდ ნაწილამდე მიაღწიოს.

„სისტემებს, რომლებიც ფხენიანმა 12 ივლისს, 13 აპრილს, 16 მარტს, ამ წლის 18 თებერვალს, ისევე როგორც გასულ წელს,  სულ ხუთჯერ გამოსცადა, „შეუძლია, დედამიწის უმეტეს წერტილამდე მიაღწიოს“, - განაცხადა გენერალური მდივნის თანაშემწემ.


თავის მხრივ, იაპონიის წარმომადგენელმა რაკეტის გაშვება დაგმო, რადგან ის „საფრთხეს შეუქმნის გემებს, აყენებს თვითმფრინავებს დიდი რისკის ქვეშ და აშინებს იაპონიის მოქალაქეებს.“

იაპონია გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რაკეტის სავარაუდო დიაპაზონი შეიძლება, 15000 კილომეტრს აღემატებოდეს. მისი თქმით, მთელი აზია, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და აფრიკა, ასევე, სამხრეთ ამერიკის ნაწილიც კი დადგება რისკის ქვეშ იმის გათვალისწინებით, რომ ამ რაკეტას არალეგალური ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია.


ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, რომლებიც დიდი ხანია, ფხენიანს უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევენ, სანქციებითა და ზეწოლით არიან „შეპყრობილნი.“

„რაც თავის მხრივ, „კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას უქმნის უსაფრთხოების უზარმაზარ საფრთხეს“, მაშინ როცა ამ ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების შეშფოთება არასოდეს ყოფილა განხილული“, - განაცხადა მან და დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სპიკერმა გაიხსენა, რომ წარსულში, საბჭოს ერთიანობა ჭარბობდა ამ საქმეში და ემსახურებოდა მკაფიო გზავნილის გაგზავნას, რომ საბჭო არ დაუშვებდა ბირთვული იარაღის გავრცელებას ფხენიანის მიერ, მან ამ ერთიანობის დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.