უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. ინიციატივა გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი, ევროპარლამენტისადმი, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი, ასევე BSEC-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
რადა ასევე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს სააკაშვილთან დაშვების საშუალება ჰქონდეს.
მიმართვას ხელს ათობით დეპუტატი აწერს, მათ შორისა მმართველი ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია.
დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე.