უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინამ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, ახლა კი საინფორმაციო ომს თავად რუსეთი აგებს.
„2014 წელს ჩვენ სრულიად წავაგეთ საინფორმაციო ომი და ომში, რომელიც 2022 წელს დაიწყო - სულ სხვანაირად დავიწყეთ მოქმედება. ახლა რუსები აგებენ საინფორმაციო ომს“, - აღნიშნა ბუდანოვმა Reuters-თან ინტერვიუში.
ბუდანოვის თქმით, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.
„ვინ აღმოჩნდა მართალი? ჩვენ. ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი წყაროები. ასე ვთქვათ, პუტინთან უახლოეს კაბინეტებში. ამიტომ, ჩვეულებრივ ვიცით, რა ხდება“, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.