სამხრეთ კორეა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 52 მილიარდი დოლარის დახმარებას შესთავაზებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Korea Herald-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით იუწყება.
გარდა ამისა, სეული უკრაინის კერძო სექტორს 32 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერას გაუწევს.
დახმარება ფოკუსირებული იქნება სკოლების, საცხოვრებელი სახლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სექტორის დახმარება შეეხება ატომურ ელექტროსადგურებს, აეროპორტის რეკონსტრუქციას, სამშენებლო ტექნიკას, სარკინიგზო მანქანებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
პოლონეთში ვიზიტის დროს, რომელიც 13 ივლისს დაიწყო, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეული პროექტენთან დაკავშირებით, ვარშავასთან ითანამშრომლებს.
მსოფლიო ბანკის მარტის შეფასებით, უკრაინას აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის სულ მცირე 411 მილიარდი დოლარი დასჭირდება.