ურალში ატომური საწარმოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

ურალის ელექტროქიმიური კომბინატის ურანის გამამდიდრებელ საწარმოში ბირთვული საწვავის ბალონის დეჰერმეტიზაცია მოხდა. Ekho Kavkaza იუწყება, რომ ამის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, საწარმოს თანამშრომლები ადგილიდან გაიყვანეს. თუმცა ოფიციალურად, დაღუპვის ცნობას არ ადასტურებენ.

კონტეინერთან დაკავშირებული ინციდენტი 14 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 9:13 საათზე მოხდა. სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ირწმუნება, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიმდინარეობს საწარმოს სანიტარული დამუშავება.

ურალის ელექტროქიმიური ქარხანა 1945 წლიდან ფუნქციონირებს, ქარხანა ატომური ელექტროსადგურებისთვის ბირთვულ საწვავს აწარმოებს.

ნოვურალსკი ეკატერინბურგიდან დაახლოებით 50 კილომეტრში და ნიჟნი თაგილიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში 78 ათასი ადამიანი ცხოვრობს.