მედია: ვაგნერის კონტრაქტორები ბელორუსში ჯარისკაცებს ამზადებენ

ვაგნერის კონტრაქტორები უკვე იმყოფებიან ბელორუსში და ბელორუსის ჯარებს ასიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბანაკში ამზადებენ. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ბელორუსის ოფიციალური სამხედრო საინფორმაციო არხი VoenTV იტყობინება.
 
კერძო სამხედრო კომპანიის წევრები, სავარაუდოდ, ბელორუსის ტერიტორიული თავდაცვის ინსტრუქტორებად მსახურობენ.
 
„წვევამდელები სწავლობენ ისეთ უნარებს, როგორიცაა, ბრძოლის ველზე გადაადგილება, სროლა, ლოგისტიკა და პირველადი დახმარება“, - ამბობს VoenTV-ის კორესპონდენტი.
 
„ისინი (ვაგნერის კონტრაქტორები) ძალიან განათლებულები არიან... მათ შეუძლიათ, ბევრი რამ გვასწავლონ, ეს ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია", - თქვა ერთ-ერთმა ბელორუსმა წვევამდელმა.
 
ვაგნერის“ კონტრაქტორები მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ ბელორუსში ჩავიდნენ. 
 
რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი სამხედრო ბანაკი ქალაქ ასიპოვიჩის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში შენდებოდა.
 
მინსკმა თავდაპირველად უარყო, რომ ობიექტი „ვაგნერის„ დაქირავებულთა განთავსებას ითვალისწინებდა და ამტკიცებდა, რომ იგი განკუთვნილია ბელორუსის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის.