The Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, შემოდგომაზე თანამდებობა დატოვოს.
მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი გუნდის შესაცვლელად ემზადება.
ერთ-ერთი მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვერ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სხვა ლიდერები, რომ NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი უოლესი ყოფილიყო.
The Times ასევე წერს, რომ უოლესი პოლიტიკიდან საერთოდ წასვლის საკითხსაც განიხილავს.