სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. იუნ სოკ იოლი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად უკვე იმყოფებოდა ბუჩაში, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ადგილები მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი.
სამხრეთ კორეის ლიდერი მანამდე ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრო და პოლონეთშიც იმყოფებოდა, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდამჭერი ღონისძიებები განიხილა. სამხრეთი კორეა NATO-ს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას მხარდაჭერას უწევს.
სამხრეთ კორეა მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ. მან უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის მოკავშირეა რუსეთთან ომში.
სეული კიევისთვის განაღმვის აღჭურვილობის მიწოდებას გეგმავს.
უფრო ადრე კი განაცხადა, რომ შეუძლია, უკრაინას მიაწოდოს იარაღი, თუ მშვიდობიანი მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.