დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, უფრო და უფრო აკრიტიკებენ სამხედროები. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
სამინისტრო გენერალ-მაიორის ივან პოპოვის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მიუთითებს, რაც ჯარისკაცებისთვის განკუთვნილო ვიდეომიმართვისას მის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას მოჰყვა.
პოპოვმა, რომელიც 58-ე კომბინირებულ არმია მეთაურობდა, განაცხადა რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ზურგში ურტყამდა ჯარს ყველაზე რთულ და ინტენსიურ მომენტში.
ბრიტანული თავდაცვის განცხადებით, რუსეთი მუდმივად ათავისუფლებდა მეთაურებს უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, მაგრამ პოპოვის გადაყენება შესამჩნევი იყო, რადგან „ის, როგორც ჩანს, გაათავისუფლეს შეშფოეთების გამოთქმისთვის და არა ცუდად შესრულებული სამუშაოსთვის.“
„პოპოვის კომენტარები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი ოფიცერი სერიოზულ უკმაყოფილებას განიცდის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ. საჩივრები ძირითადად იმეორებს „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ 2023 წლის ივნისის ამბოხებამდე გაჟღერებულ ჩივილებს. ქვეშევრდომების პირდაპირი კრიტიკა, სავარაუდოდ, მზარდი პრობლემა გახდება თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის გენერალ გერასიმოვისთვის,“ - წერს ბრიტანულ დაზვერვა თავის მორიგ განახლებულ მიმოხილვაში.