ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გეგმავს. ამასთან, ის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. უოლესი სუნაკის კაბინეტის დატოვებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.


უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წილს 24 ივნისიდან იკავებს.

„კარიერა პოლიტიკაში შოტლანტიის პარლამენტში, 1999 წელს დავიწყე. ეს არის 24 წელი. შვიდ წელზე მეტი ჩემს საწოლთან, სამ ტელეფონთან ერთად გავატარე“, - განაცხადა უოლესმა ბრიტანულ მედიასთან.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, თუმცა, უოლესი თანამდებობას ინარჩუნებდა.