NYT: უკრაინელებმა კონტრშეტევის ტაქტიკა შეცვალეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს უკრაინის კონტრშეტევის პირველ ორ კვირაში, ამიტომ მეთაურებმა ტაქტიკა შეცვალეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The New York Times იტყობინება.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ, საბრძოლო ველზე გაგზავნილი იარაღის 20 პროცენტამდე დაკარგეს, მათ შორის დასავლური საბრძოლო მანქანები. თუმცა, ზარალის მაჩვენებელი მომდევნო კვირებში დაახლოებით 10 პროცენტამდე დაეცა და უკრაინამ შეტევისთვის საჭირო რესურსი შეინარჩუნა. აცხადებენ ოფიციალური პირები.

უკრაინელები ამბობენ, რომ კონტრშეტევა ჯერ კიდევ წინ არის.


შეტევაში გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა იმის გამო, რომ უკრაინამ შეცვალა ტაქტიკა, უფრო მეტად გაამახვილა ყურადღება რუსული ძალების არტილერიითა და შორი დისტანციის რაკეტებით განადგურებაზე, ვიდრე ნაღმსა და საცეცხლე ოპერაციაზე.


ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს უკრაინის ეს პაუზა და განაცხადეს, რომ უკრაინელებმა კვლავ დაიწყეს მოძრაობა, მაგრამ უფრო მიზანმიმართულად, უფრო ოსტატურად და მსხვერპლის რისკების გათვალისწინებით.

მათი თქმით, შეერთებული შტატების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების გამო, შეტევის ტემპი შესაძლოა, გაიზარდოს.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ ალექსანდრ სირსკის განცხადებით, კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.