სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს. სწავლება საერთაშორისო წყლებში სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ჩატარდა. The Korean Times-ის ცნობით, სამმა მოკავშირემ წვრთნები „ჩრდილოეთ კორეიას პროვოკაციების საპასუხოდ გამართა.“

წინა ერთობლივი წვრთნები 17 აპრილს გაიმართა. 

ეს კი მეოთხე კომბინირებული წვრთნებია, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, იუნ სუკ იოლის ადმინისტრაციის დროს ჩატარდა.


სწავლება ფოკუსირებული იყო სამი საზღვაო ძალების მზადყოფნის ამაღლებაზე, იმიტირებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით“, - ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში.

წვრთნა ჩატარდა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის წყლებისკენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.