გაეროს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სხდომას გამართავენ.
კერძოდ, 17 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭო მინისტრთა დონეზე გამართავს შეხვედრას თემაზე - „უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.
ერთი დღის შემდეგ, 18 ივლისს, გენერალური ასამბლეა გამართავს ღია დებატებს თემაზე - „სიტუაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ორივე ღონისძიებას უკრაინის დელეგაცია და სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ოფიციალური პირი, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.