ერდოღანი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს

Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 17-20 ივლისს საუდის არაბეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) და ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვევა.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებს.


თურქული მედიის ცნობით, 20 ივლისს ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსში „მშვიდობისა და თავისუფლების დღის აღნიშვნას დაესწრება.“

ასევე შეხვდება პრეზიდენტს და განიხილავს კვიპროსის საკითხზე უახლეს მოვლენებს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებს. ერდოღანი ახალი ტერმინალის შენობას, ერკანის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკს გახსნის.


თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო.  მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს.


ასევე წაიკითხეთ: