საუდის არაბეთის პრინცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ სალმანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ, ფუმიო კიშიდას უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საშუალებები და საუდის არაბეთ-იაპონიის 2030 წლის კონცეფციის გაძლიერების გზები. 

საუდის არაბეთის პრესის სააგენტოს თანახმად, შეხვდრა ქალაქ ჯედაში გაიმართა, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.


„საუდის არაბეთ-იაპონიის ხედვა 2030-ს“ პრინცმა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ 2016 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის. 


„ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა.

საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

ეს იაპონიის ლიდერის პირველი  სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.