ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ჰერცოგის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრეზიდენტი ვიზიტის დროს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს და შეხვედრებს. აშშ-ის მაღალჩინოსნებთან გამართავს.
ჰერცოგი თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
„ვიზიტი მიზნად ისახავს „აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობებისა და პარტნიორობის განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის ღრმა კავშირების ასახვას,“ - ნათქვამია განცხადებაში.
Anadolu წერს, რომ ჰერცოგის ვიზიტი აშშ-ს ადმინისტრაციასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას შორის დაძაბულობის ფონზე იმართება. მას შემდეგ, რაც ის ისრაელში ხელისუფლებაში მოვიდა გასული წლის ბოლოს, ნეთანიაჰუ ბაიდენმა თეთრ სახლში არ მიიწვია.