ნავთობკომპანია SLB რუსეთში ექსპორტს აჩერებს

აშშ-ის ნავთობსაბადოების მომსახურე ამერიკულმა კომპანიამ SLB (Schlumberger) რუსეთში ტექნიკისა და აღჭურვილობის ექსპორტის სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მსოფლიოს ყველა საწარმოდან რუსეთში პროდუქციისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეწყვეტა საერთაშორისო სანქციების მიმდინარე გაფართოების საპასუხოდ გამოცხადდა.

SLB-მ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთში ინვესტირება გასული წლის მარტში შეაჩერა. 

დროთა განმავლობაში კომპანიამ შეზღუდვები გააფართოვა.