„ჩვენ განვიხილავთ „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებას რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. მე ვიცი, რომ პუტინს სურს, გაახანგრძლივოს შეთანხმება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ განაცხადა.
„ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან. მე თვითონ, როგორც კი [სპარსეთის ყურის ქვეყნებში] ვიზიტიდან დავბრუნდები, გავმართავ მოლაპარაკებებს ბატონ პუტინთან.
როცა აგვისტოში პირადად შევხვდებით, ასევე განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვიქცეთ რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ გამართულ ბრიფინგზე.