დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ცენტრ „არტეკსა“ და კიდევ რუსეთის 13 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

უკრაინული მედიის ცნობით, კერძოდ, სიაში შედიან რუსეთის კულტურისა და განათლების მინისტრები, ოლგა ლიუბიმოვა და სერგეი კრავცოვი და ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ბავშვების „იძულებით დეპორტაციას“ მხარს უჭერდნენ.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა. სასანქციო სიაში არიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.