USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

USAID-ის ხელმძღვანელი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება  და რათა უკრაინასთან მიმდინარე პარტნიორობას განიხილავს.

„კარგია უკრაინაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი პუტინის სისასტიკეს ებრძვის, ისინი მომავლისკენ იყურებიან -ქვეყანას გარდაქმნიან და აღადგენენ. თვალი ადევნეთ მომდევნო რამდენიმე დღეში, რათა ნახოთ, როგორ თანამშრომლობს აშშ მათთან, მომავლის ასაშენებლად,“ - დაწერა პაუერმა.


მოსალოდნელია, რომ პაუერი შეხვდება უკრაინელ ფერმერებს, კერძო სექტორის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ენერგეტიკის მუშაკებს, ახალგაზრდებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებს.

აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, სამანტა პაუერი USAID-ის ხელმძღვანელად ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2021 წლის 3 მაისს დაინიშნა.