მედიის ცნობით, სტამბოლის პოლიციამ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი“ გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად კვეჟოევიჩი, რომელიც რუსეთმა ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.
სომხური და აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ამის შესახებ სტამბოლის უსაფრთხოების დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის ფედერაციაში მრავალი დანაშაულის, მათ შორის მკვლელობების ბრალდებით, ის ინტერპოლის მიერ ძებნაში გამოცხადდა. 2020 წლიდან ჩიხლაძე თურქეთში იმყოფება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 15 ივლისს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.