Credit Suisse-ის „კოლაფსის“ შესახებ გამოძიების შედეგები შვეიცარიის პარლამენტში 50 წლით იქნება გასაიდუმლოებული

Credit Suisse-ის ბანკის დაშლის ფაქტზე, საპარლამენტო კომისიის გამოძიების შედეგები 50 წლით იქნება გასაიდუმლოებული, რაც ჩვეულებრივ პერიოდზე მეტია. ამის შესახებ Reuters-ი კომისიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ერს. პარლამენტი კრიზისის პირობებში მთავრობის, ფინანსური მარეგულირებლისა და ცენტრალური ბანკის ქმედებებს შეისწავლის. ინფორმაციის გამჟღავნება აკრძალულია. შვეიცარიის პარლამენტმა Reuters-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.


სააგენტო წერს, რომ შვეიცარიის თანამედროვე ისტორიაში ეს მეხუთე მსგავსი გამოძიებაა. კომისიას აქვს ფართო უფლებამოსილება,მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებებს მიმართოს.

კომისიის პირველი სხდომა 13 ივლისს გაიმართა და ხაზგასმით აღინიშნა გამოძიების კონფიდენციალურობა, მათ შორის ბანკის წარმომადგენლებთან გასაუბრების შინაარსი.

კონფიდენციალურობის დარღვევა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

UBS-მა და Credit Suisse-მა გაერთიანების შესახებ 2023 წლის 19 მარტს გამოაცხადეს. გარიგების დროს Credit Suisse-ი 3,2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

12 ივნისს UBS-მა Credit Suisse-ის შესყიდვის გარიგების დასრულების შესახებ გამოაცხადა. Credit Suisse-ს სერიოზული პრობლემები შეექმნა გარიგების დაწყებამდე, მისი აქციები რეკორდულად დაეცა მას შემდეგ, რაც წინა ორი წლის განმავლობაში ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებაში "მატერიალური ხარვეზები" აღიარა.

გარიგების დაწყებამდე Credit Suisse-მა შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან 54 მილიარდი დოლარის აღება გადაწყვიტა.