აშშ უკრაინას $500 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 500 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ განაცხადა.

USAID-ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, აღნიშნა, რომ დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყოფა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაზარალდნენ.

ეს პაუერის მეორე ვიზიტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

შეერთებული შტატები უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აქტიურად ეხმარება. ვაშინგტონმა უდიდესი დახმარება გასწია სამხედრო, ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ სფეროებში. ასევე, შეერთებული შტატები უკრაინას მუდმივად უწევს ფინანსურ დახმარებას.