ვარშავის მახლობლად მდებარე აეროდრომზე თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე მცირე ზომის თვითმფრინავი (Cessna 208) ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის პილოტი დაიღუპა.  ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სულ რვა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარში ცამეტი ადამიანი უამინდობას აფარებდა თავს.

კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ,  უამინდობა გახდა. სოფელი (Chrcynno) სადაც, ავიაკატასტროფა მოხდა, დედაქალაქ ვარშავიდან 47 კილომეტრში მდებარეობს. 

ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა დაადასტურა, რომ ინციდენტი აეროდრომზე მოხდა და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თვითმფრინავის კუდი ჩანს. ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.